вторник, 21 июня 2016 г.

ინტელის პროექტი

ებრაელები ქუთაისში

კურსის რეფლექსია

   ტრენინგის მიდინარეობის დროს შევიძინე მნიშვნელოვანი ცოდნა და  უნარ-ჩვევები: განვიხილეთ  შეფასების სხვადასხვა ფორმები, შევადგინე  დროში გაწერილი შეფასების გეგმა,  ჩემს მიერ არჩეული  პროექტისათვის. გავეცანი პრეზენტაციის მომზადების წესებს და ნიმუშებს და  შევქმენი ჩემი პროექტის პრეზენტაცია. ვისწავლე როგორ  უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები და რა სამართლებრივი და ეთიკური ნორმები უნდა დავიცვა სხვადასხვა ინტერნეტ- მასალების გამოყენების დროს. ასევე  შევადგინე პროექტის თემასთან დაკავშირებული მოსწავლის   სასწავლო ნიმუში-გაზეთი. ტრენინგის ბოლო დღეს  ავტვირთე  ჩემი ნამუშევრები ბლოგზე და  გავუზიარე კოლეგებს.
   ტრენინგზე მიღებული  ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება სასწავლო პროექტების დაგეგმვასა და წარმატებით განხორციელებაში. 

среда, 1 июня 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

         გავეცანი ტრენინგის მოდულებს,  შევქმენი პროექტის ელექტრონული პორტფოლიო,განვიხილე პროექტის გეგმის შაბლონი, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და სტანდარტებთან შესაბამისობაში შევიმუშავე პროექტის მიზნები,შევქმენი  ბუკლეტი, ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

вторник, 8 июня 2010 г.


1. პროექტის სახელი: ქართული კულტურის ძეგლები დავით აღმაშენებლის ეპოქაში

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს და გაიღრმავებენ ცოდნას დავით აღმაშენებლის ეპოქის ქართული კულტურის ძეგლებისა და იქ მიმდინარე კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს და გაეცნობიან დავით აღმაშენებლის ეპოქის საქართველოში არსებულ სოციალ–ეკონომიკურ პოლიტიკურ და კულტურულ ვითარებას.შეისწავლიან და აღწერენ, როგორც საქართველოსი, ასევე საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის ძეგლების ისტორიას, დავით აღმაშენებლის ეპოქის სწავლა–განათლების სისტემას,ლიტერატურ და სამეცნიერო საქმიანობას, ხუროთმოძღვრებას, იმ ქვეყნების ბუნებრივ–გეოგრაფიულ გარემოს, სადაც აღნიშნული კერები არსებობდა.განიმტკიცებენ ცოდნას საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელებისა და მნიშვნელობის შესახებ.

4. მონაწილეთა ასაკი:15–16 წელი

5. ვადები და ხანგრძლივობა: ივნისი–სექტემბერი.2010წელი.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ა.ჯგუფებად დაყოფა და დავალებების განაწილება
ბ.მასალების მოძიება
გ.მოძიებული მასალის დახარისხება
დ.ჯგუფების პრეზენტაციები
ე.ექსკურსია
ვ.მასალების გამოფენა

7.მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები:
–გაიღრმავებენ ცოდნას დავით აღმაშენებლის ეპოქის ქართული კულტურის ძეგლებისა და იქ მიმდინარე საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ.
–განუვითარდებათ კვლევის, ინფორმაციის მოძიების,ანალიზის,წერის,პრეზენტაციის, ჯგუფში
მუშაობის უნარ–ჩვევები.
– გამოუმუშავდებათ ქვეყნის ისტორიულ კულტურული ღირებულებებისადმი მზრუნველობისა
და პატივისცემის გრძნობები.

8.პროდუქტი: ელექტრონული ჟურნალი. პრეზენტაციები.

9.სარგებელი სხვებისთვის: შეიქმნება ელექტრონული ჟურნალი, პრეზენტაციები როგორც მოსწავლეთა დასახმარებლად, ასევე მასწავლებლებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის.

10.სამუშაო ენა: ქართული

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ა. ისტორია
ბ. გეოგრაფია
დ.ქართული ენა და ლიტერატურა
ე. ხელოვნება
ვ. რელიგია

13. პროექტის ფასილიტატორი: მზია ჯანელიძე

14.ფასილიტატორის ელ.ფოსტა mziajanelidze@gmail.com.